კანაფის ძლიერი ჯიშები

ამ კოლექციაში წარმოდგენილი კანაფის ჯიშების მთავარი უპირატესობა ეფექტია. გასაკვირი არ არის, რომ მწარმოებლების უმეტესობა ეძებს ძლიერ მარიხუანას თესლს. საბოლოო ჯამში, სწორედ კანაფის მთავარი უპირატესობა ზემოქმედების სიძლიერეა . სწორედ ამიტომ შევქმენით მთელი კოლექცია, რომელშიც თავი მოვუყარეთ კანაფის უძლიერეს ჯიშებს. რათა არ დაგჭირდეთ ხანგრძლივი ძიება  ფორუმებსა და სოციუმებში და   ასობით დასმულ შეკითხვაზე ათასობით ურთიერთგამომრიცხავი პასუხის მიღება . უბრალოდ გადახედეთ ჩვენს კოლექციას  და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.

რამდენი THC  უნდა იყოს კანაფის ძლიერ შტამში?

ბაზრის დაარსებიდან კანაფის სელექციონერებმა დიდი სამუშაო გაწიეს  ამ მიმართულებით. თუ 2000-იანი წლების დასაწყისში THC მაჩვენებელი 10-12%-ზე მეტი ითვლებოდა  გამორჩეულად, დღეს ასეთი მაჩვენებლები აღარ არის გასაკვირი. პროგრესის შემდეგ, ჩვენ სიაში შევიტანეთ მხოლოდ ის ჯიშები, რომლებიც შეიცავს მინიმუმ 20% THC.  მიუხედავად ამისა, მწარმოებელს ნებისმიერ შემთხვევაში მაინც  მოუწევს მთელი რიგი ქმედებები, რათა  მაქსიმუმამდე განავითარონ მათი შესაძლებლობები:

უნდა შეუქმნათ მცენარეებს საუკეთესო პირობები. მაშინაც კი, თუ ანოტირებულია  30% THC-ს,  ვერასდროს მიიღებთ ამ შედეგს , თუ მცენარეს  რეგულარულად  დააკლებთ ან გადაუჭარბებთ  კვებავს, არასწორედ  მორწყავთ და ვერ უზრუნველყოფთ ტემპერატურასა და ტენიანობას.

შეარჩიეთ დრო მოსავლისთვის

მომენტი, როდესაც მცენარეში THC -მა მიაღწია  უმაღლეს წერტილს, არის მაშინ როდესაც ტრიქომების უმეტესობა  გარძისფერდება . ეს საუკეთესო დროა მოსავლის აღებისთვის. თუმცა, გირჩევთ დაელოდოთ "ქარვის" ტრიქომის სტადიას. THC-ის რაოდენობა საკმაოდ შემცირდება, მაგრამ 100%-ით დაზღვეული იქნებით ნაადრევი მოსავლისგან.

უზრუნველყავით ინტენსიური განათება სწორი სპექტრით.  მთავარი სტიმულატორი  THC -ის შემცველი ძვირფასი ყვავილის ზრდისთვის სინათლეა. კანაფს სჭირდება მინიმუმ 8 საათი კარგი განათება, რომ მოგვცეს  ღირსეული მოსავალი. საუკეთესო გამოსავალი იქნება მძლავრი (200-300 W) LED ნათურები მულტი ან სრული სპექტრით (არა ორფეროვანი), HPS (400-600 W) ან DRI + HPS-ის კომბინაცია. თუ გსურთ მცენარიდან მაქსიმუმის გამოწურვა, მაშინ უმჯობესია უარი თქვათ ნახევარი  ზომის  ენერგიის დამზოგავ ნათურებზე. ასევე კარგი იქნება, თუ  ყვავილობის ეტაპზე მცენარეს გაანათებთ  შორი  წითელი ან და  ულტრაიისფერი სხივებით.

მარიხუანას ძლიერი შტამების ფემინიზირებული თესლი

ესეთია  ჩვენი კოლექციის ყველა  წარმომადგენელი. ეს ნიშნავს, რომ ყველა თესლს  99% აქვს   შანსი გაიზარდოს მდედრობითი სქესის კანაფის ბუჩქი. ყვავილობის დროს  არ გჭირდებათ ქოთნების ირგვლივ სირბილი მამრობითი მცენარეების მოსაძებნად, რომლებსაც შეუძლიათ მთელი თქვენი შრომა წყალში ჩაყარონ. სამაგიეროდ, უფრო ყურადღებიანი იყავით ზრდის ოპტიმალური  პირობების შესანარჩუნებლად. ვინაიდან მარიხუანას ფემინიზირებული თესლისგან აღმოცენებული მცენარე, ძლიერი და რეგულარული სტრესის გამო, შეიძლება გადაიქცეს ჰერმაფროდიტად, შეასრულოს დამტვერვის პროცესი და მოგაკლოთ ეფექტური მოსავალი.

ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ გააკეთოთ შემდეგი:

  • გამოიყენეთ სასუქები და ნიადაგები აზოტის მაღალი შემცველობით
  • შეინარჩუნეთ ტენიანობა 50-60%  
  • არ დაუშვათ, რომ ტემპერატურამ აიწიოს   30 გრადუსზე მაღლა და დაეცეს 18 გრადუსზე  დაბლა
  • დააკვირდით ფოტოპერიოდის რეჟიმს: 18/6 - ვეგეტაციისას , 12/12 - ყვავილობისას

რომელია უფრო ძლიერი ჯიშია ავტოყვავილებადი თუ ფოტოპერიოდული?

სინამდვილეში, თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ  პროფესიონალ მებაღეებზე , განსხვავება თითქმის არაა. თანამედროვე ავტოყვავილებადი შტამები  ადვილად ცდებიან  25%-იან THC-ს  და იძლევიან  საკმაოდ დიდ მოსავალს. მათი ზემოქმედების უნარი სიძლიერისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით ასევე არანაირად არ ჩამოუვარდება ფოტოპერიოდულ ჯიშებს.

თუ გსურთ უბრალოდ  დარგოთ ბუჩქი და დაელოდოთ მოსავალს , არ შეიწუხოთ  თავი სხვადასხვა მანიპულაციებით თუ ექსპერიმენტებით , მაშინ ავტოყვავილებადი შესანიშნავი არჩევანია. ის საკმაოდ დაბალი, ძლიერი, გულუხვი და რაც მთავარია სწრაფია. ეს უკანასკნელი ფაქტორი განსაკუთრებით მიმზიდველია  საქართველოს უმეტესი ნაწილის  კლიმატის პირობებში   გარე   კულტივაციისას.

მაგრამ თუ გინდათ თქვენი როგორც კულტივატორის უნარების დახვეწა და  მოსავლიანობის გაზრდის ტექნიკის სამყაროში თავით გადაშვება,  უმჯობესია აირჩიოთ ფოტოპერიოდული შტამები. დიახ, ისინი თითქმის 2-ჯერ უფრო დიდხანს მწიფდებიან, მაგრამ გაძლევენ შეცდომის დაშვების და გამოსწორების შესაძლებლობას. შიდა პირობებში კულტივაციისას, წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ   ყოველთვის შეგიძლიათ მცენარეს მიცეთ საჭირო დრო გამოსაჯანმრთელებლად  მოსავლიანობისა და პოტენციალის დაკარგვის გარეშე.

სატივა და ინდიკა - რომლის ეფექტია უფრო ძლიერი?

ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ, ყველაფერი დამოკიდებულია არა კანაფის ტიპზე, არამედ თქვენს არჩევანზე. ერთნაირ  პირობებში, სატივასაც  და ინდიკასაც ექნება,  საკმაოდ ძლიერი  და ხანგრძლივი ზემოქმედება, მაგრამ თავად ეფექტი იქნება განსხვავებული.

ინდიკას შეუძლია დაამშვიდოს ნერვები, მოახდინოს სხეულის მოდუნება, და ამითი გონებას მიცეს  დასვენებისა  ფიქრებში მოგზაურობის საშუალება. ასევე ახასიათებს გაზრდილი „მოდუნება“, როდესაც კედელზე   ერთმა წერტილმაც  კი მიიპყროს ყურადღება და  უაღრესად საინტერესოდ მოგეჩვენოთ. ინდიკას ეფექტს შეუძლია მომხმარებელი  დააძინოს  და მადა აღუძრას.

სატივა უფრო შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს იყოს აქტიური. ის სამყაროს ნათელ ფერებში ხატავს, ნებისმიერ რამეზე გაცინებს, გაგამხნევებს და ეფექტურად ებრძვის სტრესს. კრეატიულობასაც აღვიძებს და  ცნობიერება ახალი იდეებითა და აზრებით ივსება.

ინდიკა და სატივა ასევე ძალიან განსხვავდებიან ზრდის თვალსაზრისით. ინდიკას მაქსიმალური ყვავილობის პერიოდი დაახლოებით 10-12 კვირაა, ხოლო სატივას  14 კვირაც შეიძლება არ ეყოს. ამ მიზეზით, ჩვენს კოლექციაში პრაქტიკულად არ არსებობს "სუფთა" ფენოტიპები. აქ ძირითადად ჰიბრიდებია წარმოდგენილი.  მარტივად  შეგიძლიათ გაზარდოთ  მცენარე  100%  სატივას ეფექტით , რომელიც უფრო სწრაფად ყვავის ვიდრე ინდიკას ლანდრეისი.

როგორ გავზარდოთ კანაფის ძლიერი შტამების თესლი?

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა. საწყის ეტაპზე აიღეთ ერთი ჭიქა წყალი, დაამატეთ  ერთ წვეთი ფესვის სტიმულატორი ან ბიოჰუმუსი  და ამ სითხეში გაჟღინთეთ თესლი რამდენიმე საათის განმავლობაში. ამით თესლი  „გაიღვიძებს “ და გააქტიურდება  ბიოლოგიური მექანიზმები. შემდეგ  ბამბის ბალიშები დაასველეთ წყლით, ისე რომ იყოს ნოტიო და  არ სველი, უმჯობესია გაწუროთ. შემდეგ მოათავსეთ თესლი ბალიშებს შორის, შეინახეთ მთელი კონსტრუქცია  თბილ, ბნელ ადგილას.

როგორც წესი, თესლი ღვივდება  რამდენიმე დღეში,  მაგრამ ამ პროცესს შეიძლება 2 კვირაც დასჭირდეს, განსაკუთრებით თუ თესლი დიდი ხანი ინახებოდა.


არ არის მარაგში
კანაფის თესლი Gorila 3+1

Gorila 3+1 Pyramid Seeds

ამ ამერიკულ სახეობას აქვს, ერთერთი ყველაზე მაღალი THC-ის დონე ბაზარზე. მისი ფისოვანი წარმოება არის..

120.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
არ არის მარაგში
კანაფის თესლი Watermelon Zkittlez 3+1

Watermelon Zkittlez 3+1 Pyramid Seeds

ეს სატივა გამოირჩევა მისი უჩვეულო ტკბილი და წვნიანი საზამთროს და ხილის არომატით.  აქვს გამამხი..

120.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
არ არის მარაგში
კანაფის თესლი Auto Olympia

Auto Olympia Pyramid Seeds

უკანასკნელი თაობის მოცემულმა ფენოტიპმა, რომელიც გადადის ყვავილობის ფაზაში ავტომატურად სიმწიფის გარკვ..

45.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
კანაფის თესლი Auto Purple

Auto Purple Pyramid Seeds

Purple სახეობის ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი.ეს მცენარე მცირე-საშუალო ზომისაა, ისეთი როგორც ..

40.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
არ არის მარაგში
კანაფის თესლი Olympia

Olympia Pyramid Seeds

ეს ფოტოპერიოდული ფენოტიპი წარმოადგენს ორი ისეთი ძალიან ცნობილი სახეობის Thutankhamon-ის  ..

45.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
კანაფის თესლი Purple

Purple Pyramid Seeds

Purple სახეობის  ფოტოპერიოდული ფენოტიპი. სხვადასხვა ქვეყნის სახეობების რამდენჯერმე სელექციის ..

40.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
კანაფის თესლი Auto White Widow

Auto White Widow Pyramid Seeds

უკანასკნელი თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი. ის იოლი მოსაყვანია და იძლევა შესანიშნავ შედეგებს ღია გარ..

45.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
კანაფის თესლი White Widow

White Widow Pyramid Seeds

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობების ფოტოპერიოდული ფენოტიპი. როგორც  Auto Norther..

45.00 GEL

სწრაფი შეკვეთა - Quick Order
Showing 1 to 8 of 8 (1 Pages)