Seedsmarket.ge ესპანური და ამერიკული კანაფის თესლების ონლაინ მაღაზია
(https://seedsmarket.ge/)
Seedsmarket.ge
არის ონლაინ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს ცნობილი ესპანური კომპანიის Pyramid Seeds-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.
Seedsmarket.ge-ს დამფუძნებლების მთავარ მიზანს ქართულ ბაზარზე მარიხუანას თესლის ორიგინალი შეფუთვით მიწოდება წარმოადგენს: „პირამიდ სიდსზეც სწორედ ამიტომ გაკეთდა არჩევანი. წლების განმავლობაში, ამ სიდბანკის რამდენიმე ჯიშის გაზრდის შემდეგ დავრწმუნდით, რომ საქმე გვქონდა უმაღლესი ხარისხის გენეტიკის მქონე პროდუქტთან. ამან საშუალება მოგვცა, აგვეღო პასუხისმგებლობა და ქართველი მომხმარებლებისთვისაც შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომელსაც გამოცდილი და მსოფლიოში ცნობილი გროუერები ირჩევენ.“
SeedsMarket.ge-ს საშუალებით, 21 წელს გადაცილებულ ენთუზიასტებსა და კოლექციონერებს შეუძლიათ შეიძინონ საუკეთესო ჯიშისა და ხარისხის თესლები სუვენირის სახით, მხოლოდ საკოლექციო და გენეტიკის შენარჩუნების მიზნით და არა სხვა ნებისმიერი დანიშნულებით.
პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ მაღაზიაში https://seedsmarket.ge/. ამჟამად, გაყიდვაშია როგორც კლასიკური ჯიშები ერთთესლიან შეფუთვაში (Tutankhamon, Anesthesia, Nefertiti, Northern lights, ა.შ.), ისე ამერიკული ხაზის ახალი და პოპულარული სახეობები ოთხთესლიან შეფუთვაში (Watermelon Zkittelz, Gorila, Romulan, Cookies USA ა.შ.).
გარდა ამისა, კომპანიას აქვს რამდენიმე სხვა ტიპის შეფუთვაც, რომლებიც საქართველოში ორიგინალი შეფუთვის სახით, პირდაპირ ესპანეთიდან ჩამოდის და საწყობდება. ეს პროდუქტი ზუსტად ისაა, რაც ბარსელონას მაღაზიებში იყიდება.
⦁ გაფრთხილებთ, რომ საქართველოში ნებადართული არ არის და კანონით აკრძალულია მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაცია. SeedsMarket.ge პასუხს არ აგებს მყიდველის მიერ პროდუქტის ნებისმიერი არაკანონიერი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში.
⦁ SeedsMarket.ge მოგიწოდებთ, არ გამოიყენოთ შეძენილი პროდუქცია არაკანონიერი დანიშნულებით.