იაფი კანაფის თესლი
ამ კოლექციაში შემავალი კანაფის ჯიშების მთავარი უპირატესობა კოლექციის სახელწოდებაში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ამ თესლის მთავარი უპირატესობა ფასია, მათი დადებითი თვისებები ამით არ მთავრდება. აქ ნახავთ პლანეტის ყველაზე ცნობილი თესლის ბანკების მიერ გამოყვანილ მცენარეებს. ჩვენ ისინი სპეციალურად შევარჩიეთ თქვენს გასახარებლად, რადგან გამოირჩევიან ზემოქმედების მოხდენის გაზრდილი უნარით
დაბალი ფასი და მაღალი THC შემცველობა
როგორც ვთქვით, დაბალი ფასი არ ნიშნავს , რომ რაღაც უნდა დაიკლოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ყველაზე მნიშვნელოვან - THC ინდიკატორს. ჩვენს კოლექციაში მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ჯიშები, რომლებიც აღემატება 20%-იან ნიშნულს. ჩვენ სპეციალურად ვირჩევთ საუკეთესო თესლს საუკეთესო სათესლე კომპანიებისგან, რათა შემოგთავაზოთ ისინი საუკეთესო ფასად. რადგან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მუდმივად გავახაროთ ჩვენი მომხმარებლები.
მცენარეში THC შემცველობის მაქსიმალურად მიღწევის მიზნით, გირჩევთ, სერიოზულად მოეკიდოთ მოყვანის პროცესს. არ დაზოგოთ განათებაზე და მცენარის საკვებზე. თუ ბუჩქების გაშენებას ღია გრუნტში აპირებთ, უმჯობესია ნიადაგი წინასწარ მოამზადოთ. იდეალური ვარიანტია წინასწარ ამოთხაროთ მიწა ნახევარი მეტრის სიღრმეზე და შეავსოთ ისინი მაღალი ხარისხის ნაყიდი მიწით (ვარდი + ლიმონი , აპრობირებულია წლების განმავლობაში ). ასევე, თუ ვიმსჯელებთ მთელი რიგი გამოხმაურებებით, კანაფში THC შემცველობის გაზრდას ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივები. ამიტომ, ოთახში მოყვანის პირობებში, შეეცადეთ უზრუნველყოთ მცენარეები სათანადო განათებით, ან დარწმუნდით, რომ თქვენს ნათურას შეუძლია გამოიმუშაოს ულტრაიისფერი გამოსხივება.
ფემინიზირებული კანაფის თესლი საუკეთესო ფასად
ამ კოლექციაში ძირითადად ფემინიზებული თესლებია. ესეთი თესლებით დაზღვეული ვართ მამრობითი კანაფის მცენარეების იდენტიფიცირებისა და მათი მოშორების თავის ტკივილისგან, როცა „მდედრების“ დამტვერვა ხდება მამრობითი მტვრიანით, მაშინ მთელი შრომა წყალში იყრება. ამის თავიდან ასაცილებლად, თესლის ბანკები მიმართავენ გარკვეულ პროცედურას, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თესლიდან 99% ალბათობით გაიზრდება მდედრი ბუჩქები. ასეთი თესლი ცოტა ძვირია, მაგრამ ფასი სრულად გამართლებულია ზედმეტი პრობლემების არარსებობით.
აქ ასევე წარმოდგენილია ჩვეულებრივი თესლებიც. რადგან თესლის ბანკებს არ დაეხარჯათ რესურსი ფემინიზაციის პროცესზე , თავის მხრივ, თქვენც საშუალება გეძლევათ დაზოგოთ კიდევ უფრო მეტი. ესეთი თესლები ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც სურს გამოსცადოს საკუთარი თავი სელექციონერობაში და გამოიყვანოს საკუთარი ჯიში. თუ გსურთ მიიღოთ მარიხუანას მოსავალი ჩვეულებრივი თესლიდან, უბრალოდ ამოიღეთ მამრობითი მცენარეები ყვავილობის დაწყებამდე. მათი ამოცნობა ძალიან მარტივია. „ბიჭები“, როგორც წესი, უფრო მაღალია, ღეროები უფრო სქელი და ძლიერი, ხოლო ფოთლების ძირში ისინი ქმნიან ბანანის მსგავს თესლის ტომრებს.
ავტოყვავილებადი მარიხუანას შტამები სწრაფი შედეგის გარანტიაა.
მოსავალი 50-100 გრამი ბუჩქიდან
დიახ, დაბალი ფასი ვრცელდება ავტოყვავილებად ჯიშებზეც, რომლებიც შესანიშნავი არჩევანია როგორც შიდა, ასევე გარე კულტივაციისას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ ჩვეულებრივი თესლს. ფაქტია, რომ ფემინიზირებული ავტოყვავილებადი მცენარეები, სტრესულ გარემოში, როგორიცაა ღია გრუნტი, უფრო მეტად ჰერმაფროდიტდებიან, ვიდრე მათი ჩვეულებრივი ჯიშები.მთავარია დროულად მიაქციოთ ყურადღება პლანტაციას მონახულება და მოაშოროთ „ბიჭები“ .
ზოგადად, ავტოყვავილებადი მცენარეები ნამდვილი ოცნებაა მოუთმენელი მებაღისთვის და საშუალება სულ რაღაც ორ თვეში თითო მცენარეზე მიიროთ საშუალოდ 50-100 გრამი მოსავალი. ჩვენს კოლექციაში შემავალი ჯიშების ფასის გათვალისწინებით, ეს ძალიან მომგებიანი ინვესტიციაა.
სატივას და ინდიკას თესლის სარგებელი
რა მოგწონთ უფრო მეტად: სატივას ამაღელვებელი, მკვეთრი და მხიარული მაღალი (HIGH) ეფექტი თუ ინდიკას ღრმა, დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი გამაქვავებელი ზემოქმედება ? მოიცადეთ, არ გჭირდებათ არჩევანი! ამ კოლექციის ჯიშების ფასები საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ყველაფერით ერთდროულად! არავინ გიშლით ხელს ორივეს (გასწორებაში )გამოცდაში. სატივას შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯიშის ყვავილობის სიჩქარეს, რათა შემოდგომის ყინვების დადგომამდე გქონდეთ მოსავლიანობა. (თუმცა ) მეორეს მხრივ, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ შიდა კულტივაციას.
როგორ გავაღვივოთ (გავზარდოთ) თესლი უპრობლემოდ?
კანაფის თესლის გაღვივების ეტაპები
ამის გაკეთება ძალიან მარტივია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ კოლექციის ყველა სახეობას შეუძლია დაიკვეხნოს სიცოცხლისუნარიანობით. უბრალოდ აიღეთ ჭიქა წყალი და ჩააწვეთეთ მასში ფესვის მასტიმულირებელი საშუალება, შემდეგ ჩააგდეთ თესლიები. დატოვეთ 2-3 საათის განმავლობაში, რათა ქერქს გარსი უფრო დაურბილდეს და თესლმა "გაიღვიძოს". შემდეგ აიღეთ 2 სველი ბამბის ბალიში და მათ შორის მოათავსეთ თესლი. ამის მერე ეს ყველაფერი ჩაალაგეთ ზიპ ჩამკეტიან ჩანთაში, რომელშიც ჯერ სულს (ჰაერს) ჩაბერავთ , და დატოვეთ რამდენიმე დღე თბილ და ბნელ ადგილზე (კარადა შესანიშნავი ვარიანტია). თუ რამდენიმე დღის შემდეგ არაა შედეგი, ნუ დაპანიკდებით. ზოგიერთი თესლის გაღვივებას სჭირდება 2 კვირამდე.
თუ თესლების დარგვას მაშინვე არ აპირებთ, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ შენახვას. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მზეზე, შეინახეთ ყველაზე ბნელ ადგილზე. სასურველია უზრუნველყოთ მინიმალური ტენიანობა. ასევე, სანამ დარგვას არ გადაწყვეტთ არავითარ შემთხვევაში არ ამოიღოთ შეფუთვიდან, - თესლისთვის ჰაერიც არასასურველია. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, მაშინ თესლი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 3 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.
Alpujarreña Pyramid Seeds
alpujanera - ს ფოტოპერიოდული ფენოტიპი,იზრდება გრანადის მთებში. ამ მცენარეში ძირითადად დომინირებს ინდ..
40.00 GEL
Auto Alpujarreña Pyramid Seeds
სახეობა Alpujarreña-ს ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი ინარჩუნებს თავისი ფოტოპერიოდული ვერსიის თი..
40.00 GEL
American Pie Pyramid Seeds
მოცემული ფოტოპერიოდული სახეობა წარმოადგენს ცნობილი და შესანიშნავი Power Plant-ის და მშვენიერი Whit..
40.00 GEL
Auto American Pie Pyramid Seeds
American Pie-ის ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი, რომელიც რამდენადმე განსხვავდება თავის..
40.00 GEL
Amnesia Gold Pyramid Seeds
ფოტოპერიოდული ფენოტიპი Amnesia Gold, ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ჩვენი დიდი ძალისხმევა დასჭირ..
45.00 GEL
Anubis Pyramid Seeds
ფოტოპერიოდული ფენოტიპი, სომანგოს და უემბლის ჰიბრიდი. უპირატესად ინდიკა, საშუალო ზომის მცენარეა, რომე..
40.00 GEL
Auto Blue Pyramid- Pyramid Seeds
ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი. უმნიშვნელოდ განსხვავდება საკუთარი ფოტოპერიოდული ვერსიისაგან გემ..
40.00 GEL
Blue Pyramid- Pyramid Seeds
ჰიბრიდის საგულდაგულო სელექციისას, რომელიც მიღებული იქნა სახეობების Blueberry–სა და Shishkaber..
40.00 GEL
Auto Fresh Candy Pyramid Seeds
ამ გენეტიკის ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი, მცენარე საშუალო ზომისაა, უხვმოსავლიანი, ფართო და ..
35.00 GEL
Fresh Candy Pyramid Seeds
Space of Life–ის Sweet Tooth თესლის სელექციის შედეგად 2001 წელს ჩვენ შევარჩიეთ სქელი, კომპაქ..
35.00 GEL
Auto Kryptonite Pyramid Seeds
ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი თავისი ფემინიზირებული ვერსიის მსგავსად სატივური ვერსიაა ყ..
40.00 GEL
Kryptonite Pyramid Seeds
ეს ფოტოპერიოდული ფენოტიპი მივიღეთ გრანადას მთებში მცხოვრები მებაღეების წყალობით. ჩვენი სახეობები შე..
40.00 GEL
Auto New York City Pyramid Seeds
New York City სახეობის ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი. ადვილად მოსაყვანია და განკუთვნილია ღია ..
40.00 GEL
New York City Pyramid Seeds
ეს ფოტოპერიოდული ფენოტიპი, რომელშიც ჭარბობს სატივა, ძალიან პოპულარულია გროვერებს შორის მისი დამახას..
40.00 GEL
Auto Purple Pyramid Seeds
Purple სახეობის ბოლო თაობის ავტომოყვავილე ფენოტიპი.ეს მცენარე მცირე-საშუალო ზომისაა, ისეთი როგორც ..
40.00 GEL