სატივას კანაფის თესლი
სატივას შტამების მთავარი უპირატესობაა გამამხნევებელი, ამაღლებული high- ეფექტი და უხვი მოსავლიანობა გარე კულტივაციისას. მხოლოდ ერთ ბუჩქს შეუძლია რამდენიმე კილოგრამამდე კვირტი მოუტანოს მწარმოებელს. ეს უდაოდ უპირატესობაა. ამ მცენარეებს შეუძლიათ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე გაზრდა, მთლიანად დაფარული მასიური და სურნელოვანი ყვავილებით.
THC -ის შემცველობა სატივას ჯიშის კანაფში
როგორც წესი, ის ძალიან მაღალია. ამ კოლექციაში წარმოდგენილი ზოგიერთი ჯიში შეიცავს 29%-მდე THC-ს. ეს უზრუნველყოფს ძალიან დიდი სიძლიერის და ხანგრძლივობის ეფექტს. ამ ყველაფერზე ასევე მიუთითებს სატივას უმეტესობისთვის დამახასიათებელი ძალიან მძაფრი არომატი. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ ამ ჯიშების მოყვანას შენობაში, აუცილებლად უნდა დააყენოთ ნახშირბადის ფილტრები.
გარდა იმისა, რომ მაღალია THC-ში, სატივა ასევე შეიცავს ნაკლებ CBD-ს, ვიდრე ინდიკა. ეს ეფექტს უფრო სუფთას და ინტენსიურს ხდის. ამავე მიზეზით, დიდი ალბათობით, დივანი არ მიგიზიდავთ. რა თქმა უნდა, თუ დაიცავთ დოზაირებას
ფემინიზირებული კანაფის სატივას შტამის თესლი
ესეთია ამ კოლექციის 90%-ზე მეტი. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობად სატივას დანიშნულება გარე კულტივაცია. რა თქმა უნდა, არაფერია ხელის შემშლელი მოვიყვანოთ ეს მცენარეები დახურულ სივრცეში . მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ახლოსაც ვერ მივლენ ბუნებით მათში თანდაყოლილი სრული პოტენციალის რეალიზებამდე.
სატივას ახასიათებს ბუჩქი, რომლებიც უფრო პატარა ხეს ჰგავს. იზრდება ძალიან მაღალი (2 მეტრიდან) და მისი ფესვთა სისტემა იმდენად განშტოებულია, რომ ყველაზე ფართო ქოთანშიც კი მჭიდროდ იქნება. ამიტომ, რაც არ უნდა დროულად ვეცადოთ გამოვყოთ მამრობითი მცენარეები მდედრობითი მცენარეებისგან, გაგვიჭირდება სათესლე ტომრების დაზიანების გარეშე. თუ მდედრობით ყვავილებზე მოხვდება მტვრის მცირე რაოდენობაც კი , მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კულტივაცია არ გამოვა. ბუჩქი გადავა თესლის წარმოქმნაზე, გააჩერებს აქტიური კომპონენტების სინთეზს. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ მომავალ სეზონამდე მოგვიწევს ლოდინი.
ფემინიზირებული თესლის გამოყენებით 99%-ით დაზღვეული ხართ მოვლენების ასეთი განვითარებისგან. მათგან მხოლოდ მდედრი იზრდება.
სატივას ავტოყვავილებადი შტამები
მათთვისაც კი, ვინც ცხოვრობს სუფთა სატივას გასაშენებლად შეუფერებელ რეგიონებში ეს მცენარეები საშუალებას აძლევს დატკბნენ გამამხნევებელი მაღალი ეფექტით. მაშინ როცა ჩვეულებრივი ჯიშების აყვავებას შეიძლება დასჭირდეს 14 კვირაზე მეტი , ავტოყვავილებადი სრულად მწიფდება სულ რაღაც რამდენიმე თვეში. უფრო მეტიც, ამ ვარიანტით გაგიადვილდებათ მთელი ციკლი შიდა სივრცეში კულტივაციისას , რადგან ბუჩქები შედარებით მცირეა.
ავტოყვავილებადი მოსავლიანობა შეიძლება ძალიან მოკრძალებული მოგეჩვენოთ ფოტოპერიოდულებთან შედარებით. თუმცა აღსანიშნავია, ერთ სეზონზე შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ციკლის ჩატარება. უფრო მეტიც, აყვავებული სატივა გაცილებით ნაკლებად პრეტენზიული და სტრესის მიმართ მდგრადია. დამწყებთათვის, ალბათ, უკეთესია, რომ შეჩერდნენ ამ ვარიანტზე.
ძირითადი განსხვავებები სატივას და ინდიკა კანაფის ჯიშებს შორის
ინდიკა და სატივა
ამ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ფენოტიპებზე, მაგრამ არსებობს ზოგადი პუნქტები:
- სატივას შტამების ზრდას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. ამ მიზეზით, ისინი შესაფერისია ძირითადად ქვეყნის სამხრეთ რეგიონებისთვის.
- სატივას კვირტები უფრო ფხვიერი (თავისუფალი) და წაგრძელებული იქნება. ამიტომ მათში ხდება ჰაერის მუდმივი მიმოქცევა და ნაკლებად არიან მიდრეკილნი ობისკენ.
- სატივა არ წყვეტს ზრდას ყვავილობის სტადიაში გადასვლისას. ეს გასათვალისწინებელია სახლის პირობებში ზრდისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუჩქი ადვილად გაჭარბებს ყუთს.
- სატივას გაცილებით მეტად ჭირდება მებაღის გამოცდილება და მზრუნველობა, მაგრამ იძლევა დაახლოებით 2-3-ჯერ მეტ კვირტსაც.
- დიდი ალბათობით სატივას ტოტებს დასჭირდება შეკვრა. დამოუკიდებლად ხშირად უჭირთ ყვავილის სიმძიმის ატანა.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ინდიკა უფრო კომპაქტურია, ნაკლებად კაპრიზული, უფრო სწრაფად მწიფდება და აქვს გამაქვავებელი ეფექტი. სატივას, თავის მხრივ, აქვს high ეფექტი, გამოირჩევა რეკორდული მოსავლიანობით (რომელიც რამდენიმე სეზონზეა სამყოფი) და უფრო საჭიროებს გროვერის გამოცდილებას.
როგორ გავზარდოთ კანაფის სატივას შტამები?
სატივას გაშენება
ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია 2 ძირითადი ფაქტორი, რაზეც ზემოთ უკვე დავწერეთ:
- სატივა უფრო დიდხანს მწიფდება ვიდრე ინდიკა.
- სატივას უფრო საჭიროებს მოვლას.
იმისათვის, რომ პირველი ფაქტორი გავათანაბროთ და მცენარის გაშენება შევძლოთ სახლის გარეთ, აუცილებელია უკვე გაზრდილი ბუჩქების გადარგვა. ამისთვის თესლი უნდა გაღვივდეს უკვე მარტი-აპრილში. იმ დროისთვის, როდესაც გარეთ დადგება სასურველი ტემპერატურა (ღამის განმავლობაში არანაკლებ 15 გრადუსი),მცენარეები უკვე სრულად გაზრდილი იქნება საიმისოდ რომ აყვავდნენ შემოდგომის ყინვებამდე.
მეორე ფაქტორის შემთხვევაში მთავარია სწორედ ავარჩიოთ ადგილი , სადაც აუცლებლად იქნება მტკნარი წყალი, რადგან სატივას ბუჩქები ბევრ წყალს "სვამენ" ამის გარეშე უკიდურესად რთული იქნება საჭირო ტენიანობის შენარჩუნება , (განსაკუთრებით თუ 10 ბუჩქზე მეტს გაზრდით). ასევე რეკომენდებულია მცენარეების დარგვა წინასწარ მომზადებულ ნიადაგიან ღრმულებში.
თუ ვსაუბრობთ სახლში გაზრდაზე, მაშინ მთავარი სირთულე ბუჩქების ზომებშია. ამის მოგვარება შესაძლებელია ორი გზით. პირველი- შეარჩიეთ უფრო დიდი ზომის ყუთი. მეორე - დაარეგულირეთ ბუჩქის ზრდა ქოთნის მოცულობით და გადაიყვანეთ მცენარე ადრეულ ყვავილობაზე. უმჯობესია გამოიყენოთ ნაჭრის ქოთნები. ამ შემთხვევაში მოხდება ფესვების ჰაერით გასხვლა და ისინი არ დაიხვევიან ქოთნის გარშემო . თავად მცენარეც, ზედმეტად არ გაიწელება. მომენტი როცა ყვავილობაზე შეგიძლიათ გადასვლა დგება მაშინ,როდესაც მცენარე მიაღწევს თქვენთვის სასურველს ზომას. გაითვალისწინეთ, რომ ვეგეტაციის შემდეგ სატივა დაახლოებით ორჯერ გაიზრდება. ამიტომ, როგორც კი ბუჩქი შეავსებს გამოსაყენებელი ფართობის დაახლოებით 40%-ს, ნათურები გადართეთ 12/12 რეჟიმზე.
სატივას მოსავლიანობა
უხვმოსავლიანობა არის სატივას ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რისთვისაც მწარმოებლებს უყვართ კანაფის ეს სახეობა. სათანადო მოვლის შემთხვევაში მხოლოდ ერთ სატივას ბუჩქს, შეუძლია 1-3 კგ მოსავლიანობა. ასეთი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მიიღწევა მხოლოდ ბუნებაში ზრდისას. მაგრამ შენობაშიც შეგიძლიათ მოიყვანოთ მოსავალი იმ რაოდენობით, რაც სრულიად საკმარისია შემდეგი სეზონის დაწყებამდე.
შიდა პირობებში მოსავლიანობის მაქსიმალურად მისაღწევად, გროვერი უნდა დაეუფლოს ზოგიერთ შესაბამის ტექნიკას. რეკომენდირებულია ფოტოპერიოდული ჯიშების არჩევა, რადგან სტრესის შემთხვევაში მათი სრულიად გამოჯანმრთელბა შესაძლებელია ვეგეტაციის პროცესისის უფრო გახანგრძლივებით.